მთავარი ერთი აზრი სალომე ვახტანგაძე: „ხალხს ჰგონია, რომ ისეთ რობოტებს შევქმნით, რომლებიც ადამიანებს „დაამარცხებენ“

სალომე ვახტანგაძე: „ხალხს ჰგონია, რომ ისეთ რობოტებს შევქმნით, რომლებიც ადამიანებს „დაამარცხებენ“

სალომე ვახტანგაძე კომპანია გუგლის ნიუ-იორკის ოფისში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.  

„გუგლში საძიებო სისტემის ინფრასტრუქტურაზე ვმუშაობდი, კერძოდ კი ჩქარ ინდექსიზაციაზე. როდესაც ახალი ამბების სააგენტოები ინტერნეტში ინფორმაციას ათავსებენ, მათი ინდექსირება რამდენიმე წუთში მყისიერად უნდა მოხდეს.

ტექნოლოგიური კუთხით Cloud-ის სერვისები ნამდვილად აქტუალურია. ყველაფერი იმ მიმართულებით მიდის, რომ კომპიუტერების მეხსიერება იკლებს და ინფორმაცია Cloud-ში გადადის. ეს მომხმარებელსაც მოსწონს. დეველოპერების „სამყაროში“ ხშირად ახსენებენ ხელოვნურ ინტელექტს, მანქანურ სწავლებასა და ბლოქჩეინს. ბლოქჩეინი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფას იძლევა, მას იმაზე ხშირად იყენებენ, ვიდრე საჭიროა, რადგან მოდურია და პოპულარულიც. რაც შეეხება მანქანურ სწავლებას, ხალხს ჰგონია, რომ ისეთ რობოტებს შევქმნით, რომლებიც ადამიანებს „დაამარცხებენ“. ასეთი ტექნოლოგიური მიღწევებისგან ჯერ ძალიან შორს ვართ“.

გაზიარება: