განათლება

მთავარი სტატია განათლება
ჰავრა მილანი ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში კომპიუტერულ მეცნიერებებს ასწავლის (ინტერნეტ უსაფრთხოება, კოდის წერა, საოფისე პროგრამები და სხვ.). 2014 წელს ინგლისის საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებები შევიდა, შედეგად, ბავშვები უკვე 7 წლის ასაკიდან იწყებენ კოდთან მუშაობას. ამ ასაკში პატარები ვერ ხვდებიან კოდთან მუშაობის...
საქართველოში სოფლის მეურნეობა განვითარების თვალსაზრისით დაახლოებით 20 წლის განმავლობაში კრიზისს განიცდიდა და საგანმანათლებლო სისტემაც აგრო მიმართულებით მოშლილი იყო. შედეგად, ქვეყანაში, სადაც აგრარულ მიმართულებას დიდი პოტენციალი აქვს, პროდუქციის დაახლოებით 70-80% იმპორტირებულია. ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო...
ბავშვები სკოლის ასაკამდე სოციალური ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ნაწილობრივ საბავშვო ბაღების აღმზრდელების დახმარებით იძენენ. ვალდორფის ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელია მარიკა ჩხიკვაძე, რომელიც 17 წელია ამ საქმეს ემსახურება. აღზრდის მეთოდი, რომელსაც ის ბაღში იყენებს, ბავშვის ფსიქოლოგიაზე, გრძნობის ორგანოების განვითარებასა და სხეულის ფლობაზეა დამყარებული. სახლი...
იმ საბავშვო ბაღებში, სადაც საგანმანათლებლო სივრცის მოწყობისას საერთაშორისო სტანდარტები გაითვალისწინეს, ბავშვები პოზიტიურ განწყობას მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ. ასეთ საბავშვო ბაღებში პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ფიზიკური გარემოა შექმნილი, რაც ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის აუცილებელია. პედაგოგი ხშირად საკუთარ პროგრამას ფიზიკურ...
ხშირად საგანმანათლებლო დაწესებულების მენეჯმენტში კარგი იდეები იმიტომ იკარგება, რომ მასწავლებლებს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება არ აქვთ. ასევე, ხშირია მშობელს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის შეუთანხმებლობის ფაქტები თუ სხვა პრობლემები, სადაც დახმარების მიზნით ქოუჩიც ერთვება. ქოუჩინგის დროს ხდება მიზნების სწორად დასახვა,...
საქართველოში ანიმაციის ხატვა სამხატვრო აკადემიაში, მედიახელოვნების ფაკულტეტზე ისწავლება, ხოლო ანიმაციის რეჟისურა - თეატრალურ უნივერსიტეტში. ითვლება, რომ კარგი ანიმატორი მსახიობის, რეჟისორის, სცენარისტის, დიზაინერის თუ არქიტექტორის ფუნქციებსაც უნდა ითავსებდეს, ჰქონდეს დროის კარგი შეგრძნება და გამოსახულების სივრცეში ხედვის უნარი. მხატვარ-ანიმატორი ძირითადად ანიმაციის სამუშაო...
საქართველოში საბავშვო წიგნების მიმართ ინტერესი იმდენად მაღალია, რომ, მაგალითად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ერთი წლის განმავლობაში გამოცემული სამასამდე წიგნიდან, უმეტესი ნაწილი სწორედ საბავშვო საკითხავია. საბავშვო წიგნების არჩევანი დიდია, ამიტომ მათი შერჩევისას დამწყები მკითხველისთვის დაფიქრება და უფროსებთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია. წიგნიერების დონის...
ქიმია საბუნებისმეტყველო საგნებს შორის ერთ-ერთია, რომელიც გარდა თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნისა, შემოქმედებით უნარებსა და ინტუიციას საჭიროებს. ნიჭიერი მოსწავლეები საქართველოდან ასეთი უნარების ამაღლების მიზნით კვლევებს ატარებენ, საგრანტო პროექტებში მონაწილეობენ და ოლიმპიადებშიც იმარჯვებენ. საერთაშორისო ოლიმპიადები, სადაც მოხვედრა ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი,...
საქართველოში თავგადასავლების მოყვარული ტურისტების რაოდენობამ ბოლო ათი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა. მათ უმრავლესობას საკურორტო ზონიდან მოშორებით გასვლა სურს, რაც გამყოლის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. პროფესიონალი გამყოლის ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. მაღალი კონკურენციის ფონზე...
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტის მეთაურებს - მფრინავებს, საკმაოდ საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება უწევთ. საფრენოსნო მომზადებაზე, სადაც წარმატებულ მფრინავებად ერთეულები ყალიბდებიან, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. საქართველოში თვითმფრინავის მართვის შესწავლა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. საფრენოსნო მომზადების სასწავლო პროცესი 4 წლიანია....

სალომე ვახტანგაძე: „ხალხს ჰგონია, რომ ისეთ რობოტებს შევქმნით, რომლებიც ადამიანებს „დაამარცხებენ“

სალომე ვახტანგაძე კომპანია გუგლის ნიუ-იორკის ოფისში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.   „გუგლში საძიებო სისტემის ინფრასტრუქტურაზე ვმუშაობდი, კერძოდ კი ჩქარ ინდექსიზაციაზე. როდესაც ახალი ამბების სააგენტოები ინტერნეტში ინფორმაციას...

სტატია