მთავარი სტატია სოციალური ხის მხატვრული დამუშავება – სოციალურ საწარმოებში შექმნილი სათამაშოები

ხის მხატვრული დამუშავება – სოციალურ საწარმოებში შექმნილი სათამაშოები

საქართველოს თითქმის ყველა სოციალური საწარმოს (მაგ: „კოდალა“, „დადარი“) სოციალური მისია სპეციალური საჭიროების მქონე პირების დასაქმებაში მდგომარეობს. ასეთ საწარმოებში თანამშრომლები ხელობას სწავლობენ უშუალოდ მუშაობის დროს, ხოლო პროდუქციას საკუთარი სურვილისა და შეხედულების მიხედვითაც ქმნიან.

დადარისოციალურ საწარმოებში მუშაობის მთავარი პრინციპია, სამუშაო ჯგუფის ყველა წევრმა აღმოაჩინოს ის საქმე, რომელიც კარგად გამოსდის. თითოეული სათამაშოს დასამზადებლად საწარმოს თანამშრომლები სხვადასხვა პროცედურას გადიან, მათ შორის: ხის ფიგურის გამოჭრას, ფორმის მიცემას, მოხატვას, გალაქვას და ა.შ. ვინც სამთვიანი სტაჟირების გავლის შემდეგ დამოუკიდებლად მუშაობას ახერხებს, მას შეუძლია თავი იგრძნოს საწარმოს სრულფასოვან წევრად.

დადარი, სოციალური საწარმოსოციალური საწარმოდადარი, დადარი, სოციალური საწარმოდადარი, სოციალური საწარმოდადარი, სოციალური საწარმოდადარი, სოციალური საწარმოდადარი, სოციალური საწარმოდადარი, სოციალური საწარმოარჩილ გობეჯიშვილი, დადარი, სოციალური საწარმოდადარი, სოციალური საწარმოდადარი, სოციალური საწარმოარჩილ გობეჯიშვილი, დადარი, სოციალური საწარმოდადარი, სოციალური საწარმო

დასაწყისისთვის პროტოტიპის შექმნას საკმაოდ დიდ დროს უთმობენ, ხოლო საბოლოო ვერსიის დამტკიცების შემდეგ სერიულად გამოშვების დროც დგება. ყოველდღიურად გასაყიდად ამზადებენ 30-დან 70-მდე პროდუქტს, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს თანამშრომლებს ხელის მოტორიკა განვითარებული ჰქონდეთ, ყურადღებას იჩენდნენ დანადგარებთან მუშაობისას და პიროვნული მახასიათებლებითაც გამოირჩეოდნენ. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობისა და ნდობის გარეშე საქმის წარმოება გაუჭირდებათ.

სოციალური საწარმო „დადარის“ ხელმძღვანელია არჩილ გობეჯიშვილი, რომელმაც, სანამ საწარმოს შექმნიდა, ხის მხატვრული დამუშავება ერთ-ერთ პროფესიულ სასწავლებელში ისწავლა: „გარდა იმისა, რომ აქ მომუშავე ადამიანები ხელობას სწავლობენ და პროფესიას ეუფლებიან, მათთვის ეს საქმიანობა ცხოვრების სტიმულიც არის. ისინი საკუთარი თავის განვითარებაზე ყოველდღიურად ფიქრობენ. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობები, რომლებსაც რეალიზება სჭირდება. ჩვენ თანამშრომლებს ამაში ხელს ვუწყობთ და ვცდილობთ, ყველასთვის თანაბარი გარემო შევქმნათ“.

დადარი

საქართველოს სოციალურ საწარმოებში შექმნილი ხის სათამაშო ფიგურების საფასურს ქართველების უმრავლესობა ძვირად მიიჩნევს, ამიტომ ეს პროდუქცია ევროპასა და აშშ-ში უფრო წარმატებით იყიდება.

გაზიარება: